27 მაისს დილით 11:00 საათისკენ ნინოწმინდაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, შენობის მეორე სართულიდან 63 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიიდანაა.
სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში წაიყვანა, რის შემდეგაც ერევანში გადაიყვანეს.
ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და კრიმინალისტები.