ამ დღეებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ზრდასრულებისა და ახალგაზრდების განათლების მიზნით “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა.
ახალქალაქში ეს უკვე მე-18 კუთხეა, სადაც წარმოდგენილია წიგნების კოლექცია და ხელმისაწვდომია როგორც ახალგაზრდულ ცენტრებში, ასევე სკოლაში.
ახლა ნინოწმინდის ახალგაზრდებსაც აქვს წიგნების კითხვის შესაძლებლობა როგორც კუთხეში, ასევე სახლში წაღებით. კუთხეში წიგნები ქართულ ენაზეა, საბავშვო ლიტერატურა კი ერთის მხრივ ქართულ, მეორე მხრივ კი სომხურ ენაზეა დაწერილი. ახალგაზრდულ ცენტრში პატარა ოთახი 200 ახალი წიგნით შეივსო. აქ წარმოდგენილნი არიან ადგილობრივი და მსოფლიო ავტორები.
საქართველოში გაეროს ოფისის ხელმძღვანელის, ლეილა ბაქრაძეს სიტყვებით, ისინი ცდილობენ სპეციალურად შერჩეული წიგნები მიაწოდონ ცენტრებს, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ თანასწორობის, თავისუფლების, უფლებების, შესაძლებლობებისა და ტოლერანტობის ცნებების გაცნობიერება. – “საინტერესოა, რომ ასეთ ცენტრებში შეიძლება წიგნის მოყვარულების კლუბის გახსნა, სადაც ახალგაზრდები დისკუსიების გამართვას და მიღებული ცოდნის განხილვას შეძლებენ. ასევე აქ მათ გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ექნებათ. ვიმოდევნებთ, რომ ეს კუთხე დაეხმარება ადგილობრივებს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ქართული ენის შესწავლაშიც”, – ჰყვება ის.
დაწვრილებით ჩვენ აუდიო მასალაში