საბავშვო ბაღი სოფელ ორლოვკაში: პირველ ადგილზეა ბავშვების განათლება და უსაფრთხოება

საბავშვო ბაღი სოფელ ორლოვკაში: პირველ ადგილზეა ბავშვების განათლება და უსაფრთხოება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საბავშვო ბაღების არარსებობა წარმოადგენს. სოფელი ორლოვკა ერთ-ერთი სოფელია, სადაც ეს საკითხი აქტუალურია.

ორლოვკის მცხოვრებლების თქმით, სოფელში საბავშვო ბაღი რომ ყოფილიყო, ისინი უფრო თავისუფლად და მშვიდად გააგრძელებდნენ ყოველდღიურ საქმეების კეთებას. ხოლო ბავშვები ქუჩაში თამაშის მაგივრად, საბავშვო ბაღში მიიღებდნენ განათლებას. ახლა, როდესაც გზები მოასფალტებულია და მანქანები სწრაფად დადიან, მშობლებს უფრო მეტად ეშინიათ ბავშვების მარტო დატოვების.

უახლოესი საბავშვო ბაღი მეზობელ სოფელში, გორელოვკაში მდებარეობს, თუმცა ორლოვკის მცხოვრებლების დიდ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვები იქ მიიყვანოს.

საბავშვო ბაღების გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბავშვებისთვის კი სკოლამდელი განათლების მიღებას უწყობს ხელს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 14 საბავშვო ბაღი მოქმედებს. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის, 2023 წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილია რესურსები ნინოწმინდაში, ჭოჭაშენის ნაწილში, ბაღრამიანის ქუჩაზე, ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად.

დაწვრილებით ჩვენს აუდიო-მასალაში.

Radio NOR · Детский садик в селе Орловка: образование и безопасность детей на первом месте