ნინოწმინდის მერიის ადმინისტრაციული შენობის რემონტი გრძელდება

ნინოწმინდის მერიის ადმინისტრაციული შენობის რემონტი გრძელდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის რემონტი გრძელდება. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 460 000 ლარია გამოყოფილი.

რემონტი ეტაპობრივად ტარდება. ამ დროისთვის დასრულებულია სახურავის დემონტაჟის, მეორე და მესამე სართულების დერეფნებში კაფელის დაგების, ელექტრო სადენების შეცვლისა და ოთახებში ლამინატის მოწყობის სამუშაოები. მესამე სართულზე რემონტი დასრულებულია. ხოლო მეორე სართულზე სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა, თანამშრომლები კი საკუთარ სამუშაო ოთახებს დაუბრუნდნენ.

ამჟამად პირველ სართულზე მიმდინარეობს რემონტი. ამ სართულზე მომუშავე პერსონალი კი დროებით მეორე სართულზე გადაინაცვლა.

სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “შპს ეი თი ვი” ბორჯომიდან 424 333 ლარით. ამ კომპანიის კონტრაქტორია „შპს გოლდ 377“.

გარემონტდება პირველ სართულზე შესასვლელში მდებარე დაცვის ოთახიც. ასევე იგეგმება კარ-ფანჯრების შეცვლა, შიდა კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი, მოლესვა და შეღებვა.

პროექტის მიხედვით, შენობის სამივე სართულის დერეფნების იატაკი კერამოგრანიტით უნდა დაიფაროს. შენობის ყველა ოთახში დაგეგმილია ლამინატის დაგება. სარემონტო სამუშაოები ხუთ თვეში უნდა დასრულდეს.