თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი ნინოწმინდაში დასრულდა

თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი ნინოწმინდაში დასრულდა

ნინოწმინდის სპორტკომპლექსში 15 ივლისს თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდა.

ტურნირის ორგანიზატორი იყო არშალუის ხნკოიანი, რომელიც წარმოშობით სოფელ სათხედანაა, თუმცა ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. აგრეთვე ტურნირის ორგანიზებაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ნინოწმინდის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურს.

შეჯიბრში მონაწილეობდა 160 სპორსმენი საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რეგიონებიდან.

სპორტსმენების თქმით, ასეთი შეჯიბრებები სპორტისადმი სიყვარულსა და ინტერესს წარმოშობენ.

მონაწილეები დიპლომებითა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. სპორტით დაკავება ნიშნავს იყო ძლიერი და ჯანმრთელი.