ნინოწმინდა-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა რემონტდება

ნინოწმინდა-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა რემონტდება

ნინოწმინდა-ახალქალაქის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად სამუშაოები ხორციელდება ჯიგრაშენი-მამწვარის გზის მონაკვეთზე: ასფალტის ძველი ფენა იხსნება, რათა ახლით შეიცვალოს.

სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს კომაპნია “ჯავახავტოგზა” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით.

ადგილობრივი რადიო NOR-ი არაერთხელ ავრცელებდა ინფორმაციას მაგისტრალური გზების სავალალო მდგომარეობის შესახებ. ახალქალაქიდან ბავრის საბაჟო გამშვები პუნქტისკენ მიმავალი გზის მონაკვეთზე ორმოებია წარმოქმნილი, რაც ავტომანქანების მოძრაობას ხელს უშლის და შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს. ამ გზით სარგებლობენ როგორც სატვირთო მანქანები, ასევე მსუბუქი მანქანები.

სარემონტო სამუშაოები სოფელ ორლოვკიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიმავალ გზაზე უკვე დასრულებულია.