გაზმომარაგების კომპანია SJGC -ს დირექტორმა, ვრეჟ ბერიკიანმა, რადიო NOR-თან საუბრისას ახსენა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია ეშტია-ნინოწმინდის ახალი გაზგამყვანი ხაზის მოწყობის სამუშაოები.
ახალ ხაზს 14 კმ-მდე მანძილზე გაიყვანენ. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპი ეშტია-სათხეს ხაზის მშენებლობას მოიცავს, ხოლო მეორე ეტაპზე დაგეგმილია სათხე-ნინოწმინდის ხაზის მშენებლობა. აქედან პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია.
“ჩვენ გვაქვს პროექტი და სამუშაოების დაწყების ნებართვა. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია, მეორე ეტაპის პროექტი კი შედგენის პროცესშია. როდესაც მზად იქნება, ნებართვას ავიღებთ და სამუშაოებსაც დავიწყებთ”, – ამბობს ვრეჟ ბერიკიანი. მისივე თქმით ეს სამუშაოები იმისათვის ტარდება, რომ მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მოცულობა გაიზრდეს.
უფრო დაწვრილებით ვრეჟ ბერიკიანთან, კომპანია SJGC-ს დირექტორთან სატელეფონო საუბრისას შევიტყვეთ.
კომპანია SJGC ჯავახეთის კომერციულ აბონენტებს სთხოვს კომპანიის ადგილობრივ ფილიალებს მიმართონ, ახალი ხელშეკრულების შესადგენად.
აგრეთვე დასამატებეია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 31 სოფელია, საიდანაც 8 არ არის გაზიფიცირებული. ეს სოფლები ზღვის დონიდან 1980-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.