არაიკ ჰარუთუნიანი, მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო პრეზიდენტი შეუერთდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ბლოკადის წინააღმდეგ მჯდომარე აქციას სტეფანაკერტში (ხანკენდი) აღორძინების მოედანზე.
“გადავწყვიტე უკიდურეს ზომებს მივმართო, შევუერთდე სტეფანაკერტში, აღორძინების მოედანზე გამართულ მჯდომარე აქციას. ეს დამატებითი ძალისხმევაა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევისთვისა და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ, აქტიური და დაუყოვნებელი ქმედებებისკენ მოწოდებისკენ“, – განაცხადა მან.
ჰარუთუნიანმა აღნიშნა, რომ თუ ერთი კვირის განმავლობაში “საერთაშორისო ინტერვენციით სიტუაცია არცახში [მთიანი ყარაბაღი – რედ.] არ დაუბრუნდება მეტ-ნაკლებად სტაბილურ კურსს“, მაშინ „უფრო მკაცრი ქმედებები“ განხორციელდება. ის არ აზუსტებს, თუ რა ქმედებებზეა საუბარი.
„ბლოკადის დროს ვიმედოვნებდით, რომ საერთაშორისო საზოგადოების სხვადასხვა აქტორები მოხსნიდნენ ბლოკადას და ხელს შეუშლიდნენ მის შემდგომ გაღრმავებას, მაგრამ მოვისმინეთ მხოლოდ კეთილი სიტყვები, არც სამმხრივი განცხადების პრაქტიკული განხორციელება და არც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, არ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები და არც სხვა აქტორების მოწოდებები არ გვინახავს“, – აღნიშნა ყარაბაღის ლიდერმა.