ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მოუწოდა თურქეთს სომხების გენოციდი აღიაროს, რათა გზა გაუხსნას თურქ და სომეხ ხალხებს შორის რეალური შერიგებას.
როგორც “სომხეთის ამბებს” ევროკავშირში სომხეთის წარმომადგენლობის პრეს-სამსახურმა შეატყობინა, კომიტეტმა ანკარას მოუწოდა სრულად შეასრულოს ვალდებულებები სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას შერიგების, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.