ევროპარლამენტის კომიტეტმა მოუწოდა თურქეთს სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ

ევროპარლამენტის კომიტეტმა მოუწოდა თურქეთს სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ

ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მოუწოდა თურქეთს სომხების გენოციდი აღიაროს, რათა გზა გაუხსნას თურქ და სომეხ ხალხებს შორის რეალური შერიგებას.

როგორც “სომხეთის ამბებს” ევროკავშირში სომხეთის წარმომადგენლობის პრეს-სამსახურმა შეატყობინა, კომიტეტმა ანკარას მოუწოდა სრულად შეასრულოს ვალდებულებები სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას შერიგების, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.