სოფელ ორლოვკაში ბუნებრივი აირის არარსებობის გამო ზაფხულში მოსახლეობა ზამთრის პერიოდისთვის საწვავს ამზადებს.
ამ სეზონზე სოფელ ორლოვკაში სტუმრობისას ყველა ეზოში და ღობეებზე ნაკელის გროვა შეგიძლიათ ნახოთ. ხალხი აშრობს ნაკელს ზამთრისთვის, რათა წარმოქმნილი წივა საწვავად მოიხმაროს.
მცხოვრებლები ჯერ ნაკელს პრესავენ, კვადრატულ ფორმას ჭრიან და აშრობენ. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, წარმოების მეთოდები შეიცვალა. ახლა წივა მზადდება სპეციალური აგრეგატის გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია ტრაქტორთან. ამას უბრალოდ ბევრი ადამიანი სჭირდება. რამდენიმე კვირიანი შრობის შემდეგ ნაკელი იქცევა ღუმელის საწვავად.
როგორც ორლოვკის მოსახლეობა ამბობს, წივის წარმოება ტანჯვაა. მათ უნდათ, რომ სოფელში ბუნებრივი აირი გაიყვანონ. უკანასკნელის არარსებობის გამო მცხოვრებლები თითქმის ერთი წელიწადის განმავლობაში ღუმელს იყენებენ საჭმლის, ყველისა და პურის მოსამზადებლად.
“მთელი ზაფხული წივას ვამზადებთ და ზამთრისთვის ვამარაგებთ. ეს რთული და ძვირადღირებული საქმეა, რადგან ხალხის დაქირავება გვჭირდება”, – ამბობს ორლოვკის ერთ-ერთი მკვიდრი მერაბ მახარაძე.
წივა – გადამუშავებული ან მშრალი ნაკელია, რომელიც საწვავას გამოიყენება.
აღსანიშნავია, რო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 31 სოფელია, საიდანაც 8 არ არის გაზიფიცირებული. 756 ოჯახი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (სოფ. ჟდანოვიდან, გორელოვკიდან, ორლოვკიდან, სამებიდან, ვლადიმიროვკიდან, ფარავნიდან და ახალ ხულგუმოდან) წლებია გაზიფიცირებას ელოდება. ყოველთვიურად თითო ოჯახი საშუალოდ 300 ლარს ხარჯავს საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად ზამთარში.
საქართველოს მთავრობის პროექტით 2022 – 2024 წლების გეგმაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის არც ერთი სოფელი არ შედის. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გაზმომარაგებით კომპანია SJGC-ია დაკავებული. პროექტის მიხედვით კომპანია წელს ეშტია-ნინოწმინდის გაზის სისტემის ახალი ხაზის გაყვანას აპირებს.
ახალი ხაზი 14 კმ-ის მანილის იქნება. სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ეშტია-სათხეს ხაზს ააშენებენ, მეორეზე კი სათხე-ნინოწმინდის აზს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.