ეშტიაში სოფლის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო

ეშტიაში სოფლის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო

ნინოწმინდის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს სოფელ განძისა და ეშტიის შიდასასოფლო გზების მოასფალტებისთვის ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

გამოყოფილი 931 200 ლარიდან 927 000 ლარის შეთავაზებით კვლავ “ჯავახავტოგზამ” გაიმარჯვა.

ეშთიის შიდასასოფლო 602 მეტრის მანძილის გზისთვის 484 100 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო განძაში 235 მეტრის მანძილისთვის 237 200 ლარი, მეორე გზის მონაკვეთისთვის კი 209 900 ლარი.

აღსანიშნავია, რომ განძაში სამუშაოები 15 ივნისიდან იყო დაწყებული, ეშტიაში კი უკვე მეორე დღეა, რაც გზის გასწორებისა და მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 31 მაისს მოეწერა ხელი. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას 10 კვირა აქვს ვადა სამუშაოების დასასრულებლად.

ეშტიის შიდასასოფლო გზის მონაკვეთი სამუშაოების დაწყებამდე