კულტურიდან საფრთხემდე: როგორ იქცა ბორშევიკ სოსნოვსკი ნინოწმინდელების პრობლემად

კულტურიდან საფრთხემდე: როგორ იქცა ბორშევიკ სოსნოვსკი ნინოწმინდელების პრობლემად

ბორშევიკ სოსნოვსკის გიგანტური ბალახები, რომლებიც ყოველწლიურად უფრო იზრდება და ფართოვდება, დიდ ზიანს აყენებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.

ეს მავნე სარეველა, მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცხოველთა საკვებად მოიხმარენ, ახლა ნამდვილ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცა.

ნინოწმინდელები ჩივიან, რომ მიწის ნაწილი პრაქტიკულად ბორშევიკის ნათესებად იქცა. ბალახი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა კუთხეშია გავრცელებული.

ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს მავნე სარეველა რომ არ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში რომ არ ყოფილიყო. ბორშევიკის წვენი შეიცავს ფუროკუმარინებს. მზის სხივების ზემოქმედებით ეს სითხე იწვევს ძლიერ ალერგიას, ახდენს კანის კოროზიას და თვალებში მოხვედრის შემთხვევაში იწვევს რქოვანას დამწვრობას. იქ, სადაც ბალახი იზრდება, მიწა გამოუსადეგარი ხდება.

აგრონომის, კლიმენტ ვართანიანის სიტყვებით, ბორშევიკ სოსნოვსკი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. ეს მცენარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში სასილოსე კულტურად გაშენდა. ადვილად მოსავლელია, არ საჭიროებს მოვლას, სწრაფად იძენს მასას, თესვის შემდეგ ისევ იზრდება – ერთი სიტყვით, თვითღირებულება მინიმალურია, წარმოების მოცულობა კი დიდი.

იმაზე, თუ რა მიზნებით და რამდენ ხანს იყენებდნენ ამ ბალახს ფერმერები ნინოწმინდაში, აგრონომ კლიმენტ ვართანიანს ვესაუბრეთ.

 

Radio NOR · От культуры до угрозы: Как Борщевик Сосновского превратился в проблему для жителей Ниноцминда