ნინოწმინდაში კორპუსების ფასადების რემონტი დაიწყო – ვინ ახორციელებს სამუშაოებს

ნინოწმინდაში კორპუსების ფასადების რემონტი დაიწყო – ვინ ახორციელებს სამუშაოებს

მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების სარე მონტო სამუშაოები ტენდერის მესამედ გამოცხადე ბის შემდეგ დაიწყო.

გარემონტდება კორპუსების ფასადები შემდეგ მის #7, #8, #9, #10, #12, #21, #54 და #56, ტერიანის #24-ისა და ჰოვსეფიანის #18 კორპუსების.

ამ სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერში კომპანია “იქს 2”-მა გაიმარჯვა 675 391 ლარის შეთავაზებით.

სამუშაო გეგმა მოიცავს კედლებიდან ძველი ქვიშა-ცემენტის ნარჩენების მოცილებას, ასევე მათ ხელ ახლა შელესვას და წყალგაუმტარი ფასადის საღებავით შეღებვას. ასევე იგეგმება სადარბაზოების ფანჯრების დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟება, ასევე წინა ფასადის სახურავის შეკეთება და წყალსადენის დამონტაჟება.

კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ხოზრევანიძემ განაცხადა, რომ პროექტი ოქტომბრის ბოლომდე და სრულებული იქნება.

კომპანია “იქს 2” დარეგისტრირებული იყო 2021 წლის 7 ა პრილეს და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში მდებარეობს. ამ დრომდე მას მონაწილეობა აქვს მიღებული 20 ტენდერში, საიდანაც 2-ის გამარჯვებულია, ხოლო 1 ტენდერი ახლა მიმდინარეობს.

გიორგი ხოზრევანიძე ასევე დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2014 წელს.