მამიკონ კაჯოიანის ცხოვრება სპორტისა და პედაგოგიკის სამსახურში

მამიკონ კაჯოიანის ცხოვრება სპორტისა და პედაგოგიკის სამსახურში

სოფელ დიდ ხანჩალში ცხოვრობს ადამიანი, ვისი ცხოვრებაც ბევრისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მამიკონ კაჯოიანი – დამსახურებული მასწავლებელია, როემლმაც 60 წელზე მეტი მიუძღვნა საკუთარ პროფესიას, ფიზიკური კულტურის სწავლებას.

მიუხედავად თავისი ასაკისა (იგი 85 წლისაა), მამიკონ კაჯოიანი აქტიურ, ენერგიულ და ხუმარა ადამიანად რჩება, რომელიც აგრძელებს თავისი ცხოვრებითა და მიღწევებით ტკბობას.

კარიერის დაწყებისთანავე კაჯოიანი მიხვდა, რომ მისი მისიაა მოსწავლეების შთაგონება აქტიური ცხოვრების წესისა და სპორტის სიყვარულისადმი.

მან მთელი სული და ენერგია ჩადო მოსწავლეებთან მუშაობაში, ცდილობდა მათთვის მიეცა ყველა საჭირო ცოდნა და უნარები ჯანსაღი და ბედნიერი მომავლისთვის.

მამიკონ კაჯოიანი პროფესიით ფიზიკური კულტურის მასწავლებელია. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი იმუშავა ყაზანჩის სკოლაში, 25 წელზე მეტი ხნის შემდეგ ხელმძღვანელობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლას.

2020 წლამდე, ასევე მუშაობდა ქალაქ ნინოწმინდის No1 სკოლაში მასწავლებლად. უკვე სამი წელია, რაც პენსიაზეა გასული.

ის განსაკუთრებული ყურადღებას უთმობდა სათხილამურო სპორტს, ჭადრაკს, ფეხბურთს, სირბილს და სხვა სპორტის სახეობებს, რათა ყველა ბავშვს ჰქონოდა საშუალება ეპოვა საკუთარი თავი და პროფესია სპორტში.

მას მიაჩნია, რომ სპორტი არ არის მხოლოდ ჰობი, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულიერი თვისებების განვითარების საშუალებას იძლევა.

ის ამაყად იხსენებს მოსწავლეებთან ერთად გატარებულ სასწავლო წლებს და უხარია, რომ შეძლო დახმარებოდა მათ, რათა ისინი გამხდარიყვნენ აქტიურები, ჯანმრთელები და წარმატებულები.

მასწავლებლის წარმატებული კარიერის გარდა, მამიკონ კაჯოიანი არის ამაყი მამა. ჰყავს სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი და მისი სიამაყე მათი მიღწევების შესახებ საუბრისას ნათლად ჩანს.