ნინოწმინდაში მოქმედი 38 სკოლიდან, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სკოლის მოსწავლეები აქამდე იძულებულნი იყვნენ ახლომდებარე სოფლების სკოლებში ევლოთ.
კატნატუს მოსწავლეები წელს დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში ისწავლიან
სოფელ კატნატუს ერთადერთი საჯარო სკოლა ცხრა წლიანია. ავარიული მდგომარეობის გამო თვეების განმავლობაში სკოლა დაკეტილი იყო. სასწავლო პროცესი კი ტარდებოდა მეზობელ სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში. მოსწავლეები და სკოლის მთელი პერსონალი კი სამინისტროს მხრიდან გამოყოფილი ტრანსპორტით მიემართებოდნენ სოფელ დიდ ხანჩალში და ბრუნდებოდნენ უკან.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 38 სკოლიდან, 8 ცხრაწლიანია. ესენია სოფელ ეფრემოვკის, საღამოს, ვლადიმეროვკის, როდიონოვკის, სპასოვკის (სომხური), ყაურმის, პატარა არაქალისა და კათნატუს სკოლები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა მოსწავლეთა სხვა სკოლებში გადასაყვანად.
განათლების სამინისტროსთან არსებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, 2022 წლის ივლისში, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეისწავლეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სკოლის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და მიზანშეწონილია შენობის ახლით ჩანაცვლება. სოფელ კათნატუში ახალ ადგილას ახალი სკოლა აშენდება. სკოლის დირექტორის, სურენ მზიკიანის თქმით პროექტი უკვე შედგენილია, მხოლოდ ბიუჯეტის დადგენაა საჭირო, რათა გაირკვეს, თუ საიდან დაფინანსდება მშენებლობა.
მზიკიანმა რადიო NOR-ს აცნობა, რომ 2 023 წლის სექტემბრიდან სკოლის მშენებლობის პროცესი დაიწყება, მანამდე კი მოსწავლეები და პერსონალი კვლავ დიდ ხანჩალში ივლის.
სამების სკოლის მოსწავლეები სწავლას საკუთარ სკოლაში გააგრძელებენ
სოფელ სამების სკოლა გასულ წელს დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სკოლის შენობის საძირკველში მობინადრე გველების გამო. 2022 წლის 30 აპრილს სადეზინფექციო კომპანია „სანიტარმა“ სოფელ სამების საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
თუმცა დეზინფექციას შედეგი არ მოჰყვა, რადგან იგივე წლის 18 მაისს, სკოლა დახურული იყო, ირგვლივ კი უამრავი გველი. ამის შემდეგ სკოლის პერსონალი და მოსწავლეები ჟდანოვის საჯარო სკოლაში დადიოდნენ.
დღეს, ჩვენ გავესაუბრეთ სამების საჯარო სკოლის დირექტორს, მზექალა მინაძეს, რომელმაც გვაცნობა, რომ ახლა მიმდინარეობს სკოლის რემონტი, სექტემბრიდან კი მოსწავლეები შეძლებენ სკოლაში დაბრუნებას.
ფარავნის სკოლის მოსწავლეები სოფელში სხვა შენობაში გადავლენ სწავლის გასაგრძელებლად
საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება სოფელ ფარავანში რამდენიმე თვეა არ მუშაობს. სკოლის შენობა 2019 წლიდან ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მოსწავლეებმა 2023 წლის მარტიდან ჯერ დისტანციურად სწავლობდნენ, ხოლო შემდეგ სოფლის სხვა შენობაში გადავიდნენ.
დღეს, ფარავნის სკოლის დირექტორმა, რუბენ საჰაკიანმა გვაცნობა, რომ ახლა მიმდინარეობს ნებართვების აღების პროცესი, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთვის. ამის შემდეგ მომზადდება ტერიტორია, სადაც ააშენებენ სკოლას. მანამდე კი მოსწავლეები ისწავლიან “ჰიდროელექტროსადგურის შენობაში, რომელიც სექტემბრისთვის მზად იქნება”.
დეტალები აუდიო-მასალაში