მიუსაფარი ძაღლების ხროვა ნინოწმინდაში ხალხს აშინებს/ ვიდეო

მიუსაფარი ძაღლების ხროვა ნინოწმინდაში ხალხს აშინებს/ ვიდეო

ფოტო არქივიდან

ნინოწმინდაში მოხეტიალე ძაღლების პრობლემა დღითიდღე მძაფრდება. მოსახლეობა შეშფოთებულია, რადგან ძაღლები აგრესიას იჩენენ და თავს ესხმიან ხალხს, ამ საკითხის მოგვარების ნაბიჯები კი არ იდგმება.

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას. რაც შეეხება პრობლემის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოგვარებას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში არ არის გამოყოფილი თანხა ზომების მისაღებად.

არსებობს ცხოველთა თავშესაფარი, სადაც მიუსაფარი ძაღლების წაყვანა შეიძლება, აგრეთვე ძაღლების სტერილიზაციის მექანიზმები, რათა ისინი არ გამრავლდნენ, თუმცა ნინოწმინდაში ამ საქმეს საკუთარ თავზე არავინ იღებს. ეს კი იწვევს ძაღლების ყოველწლიურად გამრავლებას და ხალხის უკმაყოფილებას.

გუშინ, ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში ძაღლების ჯგუფი დადიოდა. პარკი, რეაბილიტაციის შემდეგ, საღამოობით სავსეა ხალხით. მშობლებს საკუთარი შვილები დაჰყავთ ატრაქციონებზე სათამაშოდ, ახალგაზრდები და ზრდასრულები სასეირნოდ გადიან. ძაღლების ხროვა კი საფრთხეს უქმნის რორგორც აქ მყოფებს, ასევე ქალაქის სხვა ნაწილებში მყოფ ხალხს.

ნინოწმინდის ერთ-ერთმა მკვიდრმა მოგვაწოდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, რომ ძაღლები ჯგუფებად დადიან, თავს ესხმიან სხვა ძაღლებს, ხალხი კი შეშფოთებულია.

ამ საკითხს რადიო NOR-ი არაერთხელ აშუქებდა: