2021 წელს “განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, ნინოწმინდაში ორი სკვერი მოაწყეს.
პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდაში აღადგინეს ჰაიოს-ქართლოსის და ცენტრალური პარკები, ასევე კულტურის ცენტრის ეზო.
ამ მომენტისათვის შემდეგი სამუშაოებია განხორციელებული:
- პარკების ირგვლივ დეკორატიული ღობე ხელოვნური გაზონისგან;
- ცენტრალური პარკის შესასვლელში ჭიშკარია მოწყობილი;
- მოწყობილია ფანჩატურები და სველი წერტილები;
- დამონტაჟებულია ატრაქციონები;
- დაგებულია გაზონი;
- დარგულია ხე-ბუჩქნარი;
- დამონტაჟებულია სკამები, ღამის განათება, ნაგვის ურნები;
- გარემონტებულია კულტურის ცენტრის შადრევანი.
მიუხედავად იმისა, რომ შადრევანს რემონტი ჩაუტარდა, ის დღემდე არ მუშაობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას. მერიის ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი ფინანსები, რომლითაც მაღალძაბვიანი დენი გაიყვანეს, დანარჩენი სამუშაოები კი კომპანიამ უნდა განახორციელოს.
ჩვენ ასევე დავუკავშრდით კომპანია “საბა კონსტრაქშენის” კურატორს, რომელმაც გვიპასუხა, რომ შადრევანს აუცილებლად შეაკეთებენ. “ჩვენ ორჯერ გვყავდა ჩამოყვანილი სპეციალისტები, რომლებმაც სიტუაცია შეისწავლეს. ახლა ამას გაანალიზებენ და უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვითონ ეს სპეციალისტები შეუდებიან შადრევნის შეკეთებას. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახიფათო მოვლენა”, – თქვა მან ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს.