პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ცუდად გაყვანილი სანიაღვრე არხების გამოგარკვეულ სირთულეებს აწყდება. წვიმის დროს მთელ ქუჩაზე წყალი მიედინება. ასეთი სიტუაცია იყო მაშინაც, როდესაც სანიაღვრე სისტემა არ იყო გაყვანილი.
“დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გაყვანილია სანიაღვრე არხი, ჭიშკრების გვერდიდან ჩამოედინება წყალი და პირდაპირ ჩემს ეზოში შემოდის. რამდენიმე ჯერ სარდაფიც იტბორებოდა ამის გამო. გაყვანილი სანიაღვრე არხი ღრმა არ არის, ამიტომ წყალი ვერ ასწრებს გასვლას და დუმბაძის ქუჩაზე ჩაედინება. ჩემი სახლი დაბლობზე მდებარეობს და ამიტომ იტბორება”, – ამბობს პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები გოჰარი.
წვიმის დროს წყალი აგრძელებს ბოსტნების, ეზოებისსა და სარდაფების დატბორვას. როგორც გოჰარი და სხვა მკვიდრნი ამბობენ, საჭიროა რელიეფთან შესაბამისი სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან 303 466 ლარია გამოყოფილი დუმბაძის ქუჩის მოასფალტებისთვის. მიუხედავად ჩატარებული ასფალტის სამუშაოებისა ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილი სანიაღვრე სისტემის არარსებობის პრობლემის წინაშე დგას.
როგორც ადრე მერიაში კომენტარი გააკეთეს, პროექტში გათვალისწინებულია როგორც სანიაღვრე არხები, ასევე ტროტუარები. თუმცა ქუჩის ვიწრო ნაწილებში, სადაც არ რჩება ადგილი სანიაღვრე არხის გასაყვანად, ის [არხი] არ იქნება. მაგრამ, როგორც გვპირდებიან, დანარჩენ ნაწილში, სადაც რელიეფი შესაძლებლობას იძლევა, სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.