ნინოწმინდაში მსვხვილფეხა რქოსან პირუტყვში დაავადებაა გავრცელებული [განახლებულია]

ნინოწმინდაში მსვხვილფეხა რქოსან პირუტყვში დაავადებაა გავრცელებული [განახლებულია]

განახლებულია:

ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რადიო NOR-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, რომ შესაძლოა ეს არ იყოს დაავადება “თურქული”. კვლევების შემდგომ ზუსტი პასუხი ცნობილი იქნება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი არის დაავადებული. თუმცა დაავადების კონკრეტულად რომელი სახეობაა გავრცელებული მუნიციპალიტეტში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაავადებული პირუტყვების რაოდენობისა და არსებული სიმპტომების დაზუსტება ჩვენ გორელოვკის სასოფლო თემის [ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გორელოვკაშია ყველაზე მეტად გავრცელებული ეს დაავადება] რწმუნებულსა და სოფლის ვეტერინართან ვცადეთ, თუმცა ამ დროისთვის მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

როგორც ვეტერინარმა, არტურ მღდესიანმა, რადიო NOR-ს აცნობა, ამ დრომდე იგი მხოლოდ სამ სოფელში (პატარა არაქალი, სპასოვკა, გორელოვკა) ჰყავდათ გამოძახებული, სადაც დაავადება იყო გავრცელებული.  მისივე ცნობით, მხოლოდ გორელოვკაში 120-მდე პირუტყვი იყო დაავადებული.

დეტალურად ვირუსის სიმპტომებისა და რეკომენდაციების შესახებ გავესაუბრეთ არტურ მღდესიანს.

Radio NOR · ნინოწმინდაში დაავადება "თურქულია" გავრცელებული

ადგილოლბრივი ვეტერინარები ვარაუდობენ, რომ ეს დაავადება “თურქულია”. აღსანიშნავია, რომ ივნისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადება „თურქულის” საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა საჩუქრად გადაეცა ევროკომისიის გადაწყვეტილებით.

აღნიშნული ვაქცინებით, დაავადების რისკის ზონებში, ცხოველებს პროფილაქტიკური აცრები  ჩაუტარდა თურქულის ახალი შტამის (SAT-2) საწინააღმდეგოდ, რომელიც გავრცელებულია რეგიონში, მაგრამ საქართველოში არ ფიქსირდება. ნინოწმინდაში აღნიშნულთან დაკავშირებით ვაქცინაცია 20 ივნისის პერიოდში დაიწყო.  

მაგრამ როგორც თვითონ ვეტერინარი, არტურ მღდესიანი ამტკიცებს, ამდენი სახის ვაქცინამ, შესაძლოა, პირუტყვის იმუნიტეტი დაასუსტოს. “სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს პირუტყვის ხშირი დაავადებები. ჯობს პროფილაქტიკის მიზნით პირუტყვს ხშირად გაუკეთოს ფემერმა დეზინფექცია, რათა დაავადებები თავიდან აიცილოს. თითოეულ დაავადებას თავისი წამალი აქვს, და არაა საჭირო ყველას ერთმანეთში არევა”, – ამბობს მღდესიანი.


რა არის “თურქული”?

მწვავე, გადამდები ვირუსული დაავადება, რომელიც ემართება მსხვილ რქოსან საქონელს, ღორს, ცხვარს, თხას, აქლემსა და გარეულ წყვილჩლიქოსან ცხოველებს. იშვიათად ფრინველს, ცხენს, კატას და ძაღლს. შეიძლება დაემართოს ადამიანსაც, განსაკუთრებით ბავშვებს. ხშირად დაავადება ცხოველთა დიდ რაოდენობას მოედება, ზოგჯერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. იღუპება დიდძალი პირუტყვი (განსაკუთრებით მოზარდეულში ავთვისებიანი თურქულის დროს) და მნიშვნელოვანი ზარალი მოსდევს.[1]

თურქულს იწვევს ფილტრში გამავალი ვირუსი (თურქულის ვირუსი). არსებობს ამ ვირუსის 7 ტიპი და 60-ზე მეტი ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისაგან იმუნოლოგიური თვისებებით განსხვავდებიან. დაავადება მიმდინარეობს სპორადულად ან ეპიზოოტიის სახით. მასობრივი ვაქცინაციის შემოღების (1956) შემდეგ თურქულს პანზოოტიური მიმდინარეობა არ ჰქონია. ტიპური გენერალიზებული თურქული იშვიათად გვხვდება, ხოლო ავთვისებიანი თურქული 1958 წლიდან აღარ გამეორებულა.