20000 ლარის ღირებულების სადროშე ბოძი სახელმწიფო სიმბოლოს გარეშე დარჩა

20000 ლარის ღირებულების სადროშე ბოძი სახელმწიფო სიმბოლოს გარეშე დარჩა

ნინოწმინდის შესასვლელთან, 20 მეტრიანი სადროშე ბოძი საქართველოს დროშის გარეშე დარჩა.

26 ივნისს ნინოწმინდის შესასვლელში, გზის სავალ ნაწილთან ახლოს 20 მეტრის სიმაღლის სადროშე ბოძზე სახელმწიფო სიმბოლო აღმართეს. ტერიტორიისა და ბოძის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. დეტალური ხარჯთაღრიცხვა იხილეთ ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში.

სადროშე ბოძის მონტაჟის ხარჯთაღრიცხვა by Radio NOR on Scribd

აღსანიშნავია, რომ დროშა რამდენიმე კვირის წინ ამინდის პირობებიდან გამომდინარე დაზიანებული იყო. ასე გამოიყურებოდა დროშა 19 აგვისტოს. ფოტოს ავტორი ნინოწმინდის მკვიდრი სოცკარ ფუთულიანია.

დღეის მდგომარეობით ბოძიდან დროშა მოხსნილია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა კი გვაცნობა, რომ ძველი მოხსნილია, რათა ახლით ჩანაცვლდეს.