არც თუ ისე დიდი ხნის წინ დამონტაჟებული სავარჯიშო ტრენაჟორები მოვლას საჭიროებენ. აქტიური გამოყენების შედეგად გამოვლინდა გაცვეთილი, ამოვარდნილი ნაწილი, რომელიც ხელს უშლიდა ტრენაჟორის სრულყოფილ გამოყენებას, რის შედეგად იგი ვერ ფუნქციონირებდა.
ამ საკითხის თაობაზე რადიო ნორმა მიმართა ნინოწმინდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურ, რის შედეგადაც მიიღო პასუხი, რომ გამიზნულად ან შემთხვევით გაფუჭებული ტრენაჟორი გარანტიით შეკეთებას არ ექვემდებარება და პასუხისმგებლობა სრულიად ეკისრება იმ მოქალაქეს, რომელიც ჩარეულია საქმეში.
ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრენაჟორის ნაწილი უბრალოდ აქტიურად გამოყენების შედეგად იყო მოხსნილი, რის შესახებაც ინფორმაცია მივიღეთ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისგან. პრობლემა ადგილზევე მოგვარდა მერიის თანამშრომელების ჩართულობით და ტრენაჟორი კვლავ გამოყენებადია.
ტრენაჟორების მონტაჟის ტენდერი გამოცხადდა 2021 წელს, თუმცა, მკაცრი ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოები გაგრძელდა 2022 წლის ოქტომბრამდე. ამისათვის ადგილობრივი ბიუჟეტიდან გამოიყოფა 33 000 ლარი, თუმცა კომპანიას დასჭირდა 27 388 ლარი.