11 სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყება

11 სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი 11 სექტემბრიდან ერთთვიანი არდადეგების შემდეგ მუშაობას განაახლებს. 5 სექტემბრიდან კი ბაღების თანამშრომლები დაიწყებენ მუშაობას.

მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღი მოქმედებს – 2 ქალაქში, დანარჩენები კი სოფლებში. 2023 წლისთვის კიდევ 3 საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება სოფელ ყულალისში, ფარავანსა და პატარა ხანჩალში. ჯამში ყველა ამ ბაღში 1000 ბავშვი დადის. 8 ბაღში ბილნგური სწავლებაა, დანარჩენ 6-ში კი ამავე სისტემის დანერგვა იგეგმება.

ასევე 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს ახალ საბავშვო ბაღს, ნინოწმინდის, ჭოჭაშენის ნაწილში, ბაღრამიანის ქუჩაზე. ამისათვის 3 800 000 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ სოფლების მცხოვრებლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საბავშვო ბაღების არარსებობა წარმოადგენს. ამჟამად ყველა სასოფლო თემში მინიმუმ თითო საბავშვო ბაღია აშენებული, თუმცა ხალხის ნაწილს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთი სოფლიდან, მეორეში მიიყვანოს ბავშვები. ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, 16 აგვისტოს, რომ სტანდარტების მიხედვით თითო ჯგუფში მინიმუმ 25-30 ბავშვი უნდა იყოს, ამიტომ [ციტ.] “მხოლოდ ერთი ბავშვისთვის ბაღის აშენება რთულია”.

საბავშვო ბაღების გახსნასთან ერთად ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება, ბავშვებს კი სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.