ქალაქ ნინოწმინდაში თავისუფლების ქუჩაზე ხიდი სავალალო მდგომარეობაშია. ეს არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც აკავშირებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ხოჯაბეკის ნაწილთან.
ხიდის საცალფეხო ნაწილი თანდათან იშლება. ასფალტი გაცვეთილია და ადგილ-ადგილ ხვრელებია წარმოქმნილი. ხიდის მოაჯირი კი მხოლოდ ერთი მავთულითაა დამაგრებული.
აღსანიშნავია, რომ შპს „დრიმ პროჯექტმა“ გასულ წელს 6400 ლარად თავისუფლებისა და ტერიანის ქუჩებზე ხიდების მოაჯირები შეღება, თუმცა, ხიდების კაპიტალური რემონტი არ განხორციელებულა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რემონტი ჯერ არ იგეგმება.