ძლიერი სეტყვა ნინოწმინდაში – მნიშვნელოვნად დაზიანდა მოსახლეობის საკუთრება

ძლიერი სეტყვა ნინოწმინდაში – მნიშვნელოვნად დაზიანდა მოსახლეობის საკუთრება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანდა მოსახლეობის საკუთრება, როგორც სახლების სახურავები და ავტომობილები, ასევე ხეები და სასოფლო-სამეურნეო მოსავალი, დაიხოცა ლაკლაკები (თეთრი ყარყატი).

სტიქია 3 სეტემებერს, 17:00 საათისთვის მოხდა და 15-20 წუთს გაგრძელდა.

ამ ეტაპზე ზარალის შეფასება რთულია, თუმცა ქალაქისა და სოფლების მოსახლეობა ვიდეოებსა და ფოტოებს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს სტიქიით მიყენებული ზარალის მასშტაბები.

ნინოწმინდის მერიის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი სტიქიის ზონაში იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა.

“სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ძირითადად ქალაქის ტერიტორიაზე იყო. დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მათთან ერთად ვეცნობი ვითარებას, – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა,” – წერია განცხადებაში.

გასცემს თუ არა მერია კომპენსაციებს სტიქიით დაზარალებულებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

სეტყვით მიყენებული ზიანი ნინოწმინდაში

ღრუბლები სეტყვის დროს