გაჭედვის პრობლემა და აუტანელი სუნი უკვე დიდი ხანია აწუხებს ნინოწმინდაში ისააკიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისააკიანის ქუჩაზე მცხოვრები არტაკ თანგამიანმა მიმართა რადიო NOR-ს პრობლემის გასაშუქებლად. მისი თქმით, საკანალიზაციო არხის გაჭედვამ ეზოების დატბორვა და უსიამოვნო სუნის გავრცელება გამოიწვია.
“ქუჩაში აუტანელი სუნი დგას, საკანალიზაციო წყალი კი ეზოებში ჩადის და სადრენაჟო არხით მთელს ქუჩაზე ვრცელდება. უკვე მე-4 თვეა. ორჯერ გაწმინდეს, მაგრამ სიტუაცია მეორდება. ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ჭები შორსაა ერთმანეთისგან განლაგებული და საკანალიზაციო მილის თითქმის ერთი მეტრის მანძილი ძველია, საბჭოური დროიდან შემორჩენილი.”
იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, ჩვენ მივმართეთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის განყოფილებას და ვესაუბრეთ არკადი ქვათაშიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს სამუშაო ჯგუფები დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მუშაობენ. კვირის ბოლომდე ისააკიანის ქუჩაზეც მოგვარდება პრობლემა. ისააკიანის ქუჩაზე რამდენიმეჯერ გაწმინდეს საკანალიზაციო სისტემა. შესაძლოა, მილის ნაწილი შეიცვალოს, რათა მოგვარდეს პრობლემა. ქალაქში საკანალიზაციო მილების გაჭედვის ყველაზე ხშირი მიზეზი მოსახლეობის უყურადღებობაა, რადგან ყრიან კანალიზაციაში იმას, რაც წესით მილებში არ უნდა იყოს.
არკადი ქვათაშიძემ ასევე დაამატა, რომ 2024 წელს მასშტაბური პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა და დაყენდება ახალი მრიცხველები, ასევე მოხდება საკანალიზაციო არხის შეკეთება.