როგორ ასწავლიან ქართულს ნინოწმინდაში?

როგორ ასწავლიან ქართულს ნინოწმინდაში?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად სომხებით დასახლებული რეგიონია, შესაბამისად აქ მოსახლეობა, ძირითადად, სომხურ ენაზე ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა, ქართული ენა სახელმწიფო ენაა და ქართულ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციისთვის საჭიროა ქართული ენის ცოდნა და მისი გამოყენება პრაქტიკაში.

ნინოწმინდის საჯარო სკოლებში ქართული ენა აუცილებელი საგანია და ყოველდღიურად ტარდება ქართულის გაკვეთილები. რასაკვირველია, ენის შესწავლა რთულია, მით უმეტეს, როცა ადამიანი დაბადებიდან სხვა ენაზე სწავლობს, ლაპარაკობს და, კერძოდ ნინოწმინდაში, ქართულ ენაზე კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელია, რადგან სომხური მაინც პრიორიტეტშია და ადამიანებს შორის კომუნიკაცია სომხურ ენაზეა ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული.

იმაზე, თუ როგორ ასწავლიან ქართულს ნინოწმინდაში, რა სირთულეებია სწავლისას და რა პრიორიტეტები აქვს ქართულს ეთნიკურ უმცირესობებში, ჩვენ ვესაუბრეთ მე-8 კლასის მოსწავლეს და ასევე სსიპ ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის, ქართული ენის მასწავლებელ, – ირინე სეროფიანს.

Radio NOR · როგორ ასწავლიან ქართულს ნინოწმინდაში?