რამდენი პირველკლასელია დარეგისტრირებული ნინოწმინდის სკოლებში?

რამდენი პირველკლასელია დარეგისტრირებული ნინოწმინდის სკოლებში?

15 სექტემბრიდან ნინოწმინდის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. წელს, დღევანდელი მონაცემებით, 324 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლაში 32 პირველკლასელია დარეგისტრირებული, #2 სკოლაში – 32, #3 სკოლაში – 10, #4-ში კი 3 მოსწავლე.

სოფელ სპასოვკის #2 სკოლაში და ვლადიმიროვკაში წელს პირველკლასელები არ არიან.

“ჩემი პირველი კომპიუტერი” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა პირველკლასელს ურიგებენ კომპიუტერებს, 2011 წელს დაიწყო და წელს 324 ახალბედა მოსწავლე ნოუთბუქს მიიღებს. კლასის დამრიგებლებისთვისაც გათვალისწინებულია ნოუთბუქები.

ასევე დავამატებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადების თანახმად, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილია ცვლილებები, რის თანახმადაც 2023-2024 სასწავლო წელს, პირველ კლასში იმ მოსწავლეების რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, რომლებსაც 1 ნოემბრამდე 6 წელი უსრულდებათ.

2023-2024 წლის საჯარო სკოლების სასწავლო კალენდარი უკვე შემუშავებულია განათლების სამინისტროს მიერ. პირველი სემესტრი 15  სექტემბერს დაიწყება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება, 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით კი არდადეგების დროა. მეორე სემესტრი 15 იანვარს დაიწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება, 1-ლი და მე-12 კლასის გარდა.

საგაზაფხულო ერთკვირიანი არდადეგები 8 მარტიდან 14 მარტამდე გაგრძელდება, ასევე 4 დღის განმავლობაში ბავშვები დაისვენებენ აღდგომის დღესასწაულზე.