რატომ არ გრძელდება შენობების ფასადების რემონტი თავისუფლების ქუჩაზე?

რატომ არ გრძელდება შენობების ფასადების რემონტი თავისუფლების ქუჩაზე?

2 კვირაზე მეტია თავისუფლების ქუჩაზე შეჩერებულია შენობების სარემონტო სამუშაოები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ კომპანია “შპს იქს 2-ის” ხელმძღვანელს, გიორგი ხოზრევანიძეს. მისგან გავიგეთ, რომ მუშების წასვლის შემდეგ, ამ კვირაში ადგილზე მოვა ახალი ბრიგადა. მან ასევე ახსენა, რომ პროექტი დასრულდება 2024 წლის 23 იანვრისთვის.

თავისუფლების #7 მდებარე საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უჩივიან შერჩენილ ხარაჩოებს, რომლებიც სარდაფების შესასვლელთან დგას და ჩასვლაში ხელს უშლის.

Radio NOR · Почему не продолжается ремонт фасадов зданий

თავისუფლების ქუჩაზე შემდეგი შენობების ფასადი გარემონტდება: (#7, 8 , 9, 10, 12, 21, 54, 56), ასევე ტერიანის #24 და ჰოვსეფიანის #18 მისამართებზე.

სამუშაო გეგმა ითვალისწინებს ძველი ბათქაშის მოშორებას და მათ ხელახალ მობათქაშებას და წყალგამძლე ემულსიური საღებავით შეღებვას.