უკვე რამდენიმე თვეა, ნინოწმინდის მერიას დარღვევების იდენტიფიცირება და ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესება შეუძლია. 2023 წლის 1 აპრილამდე მუნიციპალიტეტის მხრიდან, ისეთი ზომა, როგორიცაა ადმინისტრაციული ჯარიმა, არ ჩატარებულა.
იურიდიული სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, ხორენ ავეტისიანის განცხადებით, ადრე დარღვევები მუნიციპალიტეტის მიერ ფიქსირდებოდა და დაუყოვნებლივ ეგზავნებოდა სასამართლოს. ახლა მუნიციპალიტეტს შეუძლია დამოუკიდებლად დააწესოს ჯარიმები და გადაუხდელობის შემთხვევაში საქმე სასამართლოში შეიტანოს. დარღვევებისთვის ჯარიმას მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური აწესებს, შეგროვებული თანხები კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს შეავსებს.
ხორენ ავეტისიანის თქმით, ადმინისტრაციული ჯარიმები გამოყენებული იქნება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონო გამოყენება, უკანონო მშენებლობა და ასე შემდეგ.
ასევე, რამდენიმე თვის წინ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ოფიციალური ფორმა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული ჯარიმების თაობაზე.
ექვს თვეში მუნიციპალიტეტმა 19 ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერა მოქალაქეებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 40 000 ლარია, თითოეული დაახლოებით 2 000 ლარი. აქედან 14 პირმა ადმინისტრაციულ დარღვევებზე ჯარიმა დაუყოვნებლივ გადაიხადა, დანარჩენ მოქალაქეებს ჯარიმები არ ჰქონდათ გადახდილი ამიტომ მათზე განმეორებითი ჯარიმა დაწესდა. ასევე არის ორი შემთხვევა, როდესაც საქმე სასამართლოს გადაეცა.
ამის შესახებ იურიდიული სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა გვესაუბრა: