სტაფილოს მოყვანა: საარსებო საშუალება თუ ტრადიცია?

სტაფილოს მოყვანა: საარსებო საშუალება თუ ტრადიცია?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სექტემბრის დასაწყისში სტაფილოს მოსავლის აღების პროცესი იწყება, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. კარტოფილისგან განსხვავებით, სტაფილოს მთლიანად ხელით ამუშავებენ და ზრდიან, რაც უფრო შრომატევადია.

ფერმერების თქმით, მოსავლის ოდენობა კარგია, მაგრამ ხარისხია ცუდი.

კარაპეტ პაპა (72 წლის) და სირანუშ ბებო (70 წლის) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გოდნრიოში ცხოვრობენ და 40 წელზე მეტია სტაფილო მოჰყავთ.

“გლეხებს გვიჭირს ასეთ პირობებში მუშაობა, შრომატევადი სამუშაოა, შემოსავალი კი ცოდა. სტაფილოს ადგილზე ვყიდით, გამვლელები ყიდულობენ, ძირითადად სხვა პროდუქტში ვუცვლით მოვაჭრეებს. სტაფილო 60-80 თეთრი ღირს, დანარჩენი ხილი და ბოსტნეული კი, სიტყვაზე, პომიდორი – 2 ლარი, ყურძენი – 2.5 ლარი. გაცვლის შემთხვევაში 4 კგ სტაფილოს სანაცვლოდ მხოლოდ და მხოლოდ 1 კგ ყურძნის აღება შეიძლება, რაც ასევე არაა მომგებიანი”, — ამბობს კარაპეტ პაპა.

სირანუშ ბებო, რადიო NOR-თან საუბრისას ამბობს: — “ჩვენ, პენსიონერებს, მიღებული პენსია არ გვყოფნის, ამიტომ გვიწევს სტაფილოს მოყვანა და გაყიდვა, რათა დანარჩენი ხარჯები დავფაროთ. თუმცა სტაფილოს მრავალი წელია ვხრდით და ამას სიყვარულით ვაკეთებთ”.

აღსანიშნავია, რომ სტაფილოს მოყვანით ძირითადად გონდრიოს სასოფლო თემში არიან დაკავებული.

მეტი აუდიოჩანაწერში.

Radio NOR · Գազարի բերքահավաք՝ ապրելու միջոց թե ավանդույթ