ნინოწმინდაში ახალი ახალგარზდული ცენტრი იხსნება: HERA XXI-ის პროექტი

ნინოწმინდაში ახალი ახალგარზდული ცენტრი იხსნება: HERA XXI-ის პროექტი

ნინოწმინდაში არასამთავრობო ორგანიაზია HERA XXI-ს პროექტი ამოქმედდა, რომელიც IPPF European Network-ის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ფარგლებში ახალი ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნება, სადაც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ტენინგები ჩატარდება.

ასოციაცია HERA XXI  3 წელია მუშაობს და პირველი წელი მხოლოდ თბილისში იყო წარმოდგენილი, თუმცა ახლა სამეგრელოში, იმერეთში და სამცხე-ჯავახეთშიც დაიწყო მუშაობა. ნინოწმინდაში ახალი ახალგაზრდული ცენტრის გახსნას გეგმავს, რომლის ხელმძღვანელი ერინკაზ მარკარიანია.

ერიკნაზი როგორც აქტიური მონაწილე და სახცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი იყო არჩეული ნინოწმინდაში პროექტის ხელძღვანელად.

“ჩვენი პროქტის მიზანი ახალგაზრდების უნარების განვითარებაა. ნინოწმინდა ავირჩიეთ, როგორც სამხცე-ჯავახეთში ეთნიკურად სომხებით დასახლებული ქალაქი. ვაპირებთ სხვადასხვა თემაზე (გენდერული თანასწორობა, არათანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი) ტრენინგების ჩატარებას, რომლებსაც არ ექნებათ ლექციის ფორმატი, არამედ სხვადასხვა აქტივობებით იქნება დატვირთული, რადგან ახალგაზრდებისთვის მსგავსი ფორმატის ტრენინგები უფრო საინტერესოა.

თავიდან მეც ტრენინგების მონაწილე ვიყავი, ხოლო უკვე იმ ადამიანების ჩამონათვალში ვარ, ვინც საკუთარ ცოდნას და უნარებს სხვებს უზიარებს.” – ამბობს ის.

ასოციაცია “HERA XXI“ ხელს უწყობს ქვეყანაში მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერებას, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზებას. ხელს უწყობს მოხალისეების, აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კამპანიებში.

ახალ პროექტზე უფრო ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში ერიკნაზმა ისაუბრა:

ახალგაზრდული ჯგუფების მუშაობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

HERA XXI-ის პროექტის მიხედვით, ახალგაზრდების მიზნობრივი ჯგუფი 14-25 წლამდე ახალგაზრდებია, სოფლად მცხოვრები ბიჭები და გოგნები, სტუდენტები, დევნილი და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებია.

Radio NOR · ნინოწმინდაში ახალი ახალგარზდული ცენტრი იხსნება: HERA XXI-ის პროექტი