ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, პროექტის “დახმარება სოფელს”ფარგლებში, ცენტრალური ბაღი შემოღობილი იქნება.
როდის დაიწყება აღნიშნული სამუშაოები და რა ეტაპზეა ისინი, განძის სოფლის თემის წარმომადგენელს, გრაჰატ სირაკანიანს ვესაუბრეთ.
მისივე თქმით, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებულია, თუმცა აუქციონში არ მონაწილეობის გამო, სამუშაოები პირდაპირი ხელშეკრულებით განხორციელდება. განძაში ცენტრალური პარკის შემოღობისთვის 20 000-მდე ლარია გამოყოფილი, ხოლო სოფელ საღამოს მაცხოვრებელთა შეკრების შენობის რეაბილიტაციისთვის – 10 000 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი აუდიოჩანაწერი.
ნინოწმინდის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში რადიო NOR-ს აცნობეს, რომ დღეს ინდივიდუალური მეწარმის, ვარდ ჯანამიანის კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება სოფელ განძას სამუშაოების შესასრულებლად. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 7 სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში დაასრულოს სამუშაოები.
რადიო NOR-ი თანმიმდევრულად და რეგულარულად გაცნობებთ მოვლენების განვითარებას.