ნინოწმინდაში, ისაკიანის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის გადაკეტვის პრობლემა მოგვარებულია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა კანალიზაციის ხაზის გარღვევა აღმოფხვრეს.
წყალმომარაგების სამსახურის სპეციალისტების ინფორმაციით, ხაზი რამდენჯერმე გაიწმინდა, თუმცა პრობლემა განმეორდა. დღეს, პრობლემის მიზეზის გასარკვევად ასფალტის ფენა მოიხსნა. აღმოჩნდა, რომ კანალიზაციის სისტემის გაკეთებისას, მილების ერთმანეთთან დაკავშირება სუსტი იყო. მოასფალტვის დროს ვიბრაციამ გამოიწვია ხაზის ჩაკეტვა. ეს ნაწილი გაიწმინდა, ახლა ხაზი უპრობლემოდ მუშაობს.
ისაკიანის ქუჩის მცხოვრებმა არტაკ ტანგამიანმა წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემის მოგვარებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა NOR რადიოსადგურს, რომ მოთხოვნა არ იყო იგნორირებული.