2022 წლის ოქტომბერში ახალგაზრდულ ცენტში USAID-ის დაფინანსებით ახალი პროექტი დაიწყო – “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”. პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს, – ის ქვეყნის თანაბარი და სრულყოფილი მოქალაქეა.
პროექტის მთავარი მონაწილეები რეგიონის 14-29 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომლებიც არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს გამოიკვლევენ.
გასული 9 თვის განმავლობაში ახალგაზრდულ ცენტრს საკმაოდ ბევრი აქტივობა აქვს ჩატატებული, მათ შორის, გარემოსდაცვითი, შემეცნებითი, საკონკურსო და სხვა, და, თუ რა შედეგებს მიაღწიეს ნინოწმინდის ახალგაზრდებმა, ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორს, – ირინა კარსლიანს ვესაუბრეთ:
“ჩვენს პროგრამას გააჩნია პროფესიული განვითარების აქტივობები. სხვადასხვა დარგებში ვუზიარებთ ახალგაზრდებს ცოდნას და ვეხმარებით მომავალი პროფესიის არჩევის პროცესის ჩამოყალიბებაში. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ბევრ აქტივობებში არიან ჩართულნი. ზოგი აქტივობა პროფესულ უნარებს ავითარებს და ისინი უკვე ადგილზევე იკვლევენ ახალ გზებს და მომავალი პროფესიის არჩევაშიც ყალიბდებიან.
ამასთან ერთად, ჩვენ ასევე გვაქვს USAID-ის PH International პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს აქვთ საშუალება უფასოდ ისწავლონ ინგლისური ენა, რაც უფრო დაეხმარება მათ თანამედროვე სამყაროში ინტეგრაციის პროცესში.” – ირინა კარსლიანი.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში ირინასთან: