რამდენი იხარჯება ბავშვის სკოლისთვის მომზადებაში? – ინფოგრაფიკა

რამდენი იხარჯება ბავშვის სკოლისთვის მომზადებაში? – ინფოგრაფიკა

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად მშობლები ფინანსური გამოწვევების წინაშე დგანან, რათა მათ შვილებს სკოლაში წასასვლელად ყველაფერი ჰქონდეთ.

ნინოწმინდაში სასკოლო ნივთების ხარჯი ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია. მშობლები საშუალოდ 200-დან 500 ლარამდე ხარჯავენ სასკოლო ნივთების, მათ შორის ტანსაცმლის შესაძენად.

ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა ნათლად ასახავს ამ ხარჯების სტრუქტურას. ხარჯების ძირითადი ნაწილი საკანცელარიო ნივთების და სასკოლო ტანსაცმლის შეძენაზე მოდის.

სასკოლო ხარჯები ავტორი: Radio NOR

საქართველოში საჯარო სკოლებში ერთიანი სკოლის ფორმა არ არის, ამიტომ მშობლები ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყიდულობენ ტანსაცმელს.

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება და მომავალი წლის 15 ივნისს დასრულდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2308 სკოლაა, მათ შორის 2086 საჯარო და 222 კერძო. ყველაზე მეტი სკოლა (396) იმერეთის რეგიონშია. თბილისი სკოლების რაოდენობით მხოლოდ მეორე ადგილზეა – 292 სკოლა. სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 624,5 ათასია.