2023 წელს ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტის სოფლების გზების შეკეთებისათვის 300 000 ლარის იყო გამოყოფილი, სადაც გათვალისწინებული იყო სოფელ ეშტიაში მიმავალი გზის შეკეთებაც.
ადრე რადიო NOR-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეშტიისკენ მიმავალ გზაზე ორმოები გაჩნდნენ, და დღეისთვის, მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.
ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციის საფუძველე, გზის შეკეთებისთვის 3-ჯერ იყო გამოცხადებული ტენდერი, თუმცა არც ერთი არ შედგა, რადგან არავის მიუღია მონაწილეობა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა რაიმე სარემონტო სამუშაოს ჩატარება აღნიშნულ გზაზე, ინფრასტრუქტურის სამსახურის პასუხის მიხედვით, ტენდერის ახლად გამოცხადება არ იგეგმება, რადგან პროცესს დიდი დრო დასჭირდება და მოასფალტების სამუშაოების ჩატარება ცივი ამინდის პირობებში ვერ განხორციელდება. პირდაპირი კონტრაქტის შედგენაც შეუძლებელია, რადგან თანხის ოდენობა დიდია. ორმოების შეკეთების სამუშაოები, დიდი ალბათობით, შემდეგი წლისთვის გადაიდება.
ასევე აღვნიშნავთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორმოების შეკეთების ბოლო ტენდერი 13 ივნისს იყო გამოცხადებული და 11 ივლისამდე გაგრძელდა.
რადიო NOR-ი რეგულარულად გაგაცნობთ მოვლენების ვითარებას.