კეცხოველის და მეგობრობის ქუჩის კვეთაზე ახალი ასფალტი უკვე დაზიანებულია

კეცხოველის და მეგობრობის ქუჩის კვეთაზე ახალი ასფალტი უკვე დაზიანებულია

კეცხოველის და მეგობრობის ქუჩის კვეთაზე არის ადგილები, სადაც ახალი ასფალტი დაზიანებულია. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ასრულებდა. იმის თაობაზე, თუ რა ზომები ჩატარდება, ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, არმენ ბდოიანს ვესაუბრეთ.

არმენ ბდოიანის თქმით, მსგავსი პრობლემა ჩატარებული სამუშაოების გარანტიაში შედის და პრობლემა გარანტიის ფარგლებში მოგვარდება, თუმცა ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.

სულ 10 მონაკვეთის მოასფალტვაზე 2 163 000 ლარი დაიხარჯა. მეგობრობის ქუჩის მოასფალტვისთვის 192 577 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მეგობრობის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩამდე – 515 660. სამუშაოების დიდი ნაწილი სამთავროვო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 5% – კი ადგილობრივი. ტრადიციაულად, სამუშაოებს კამპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებს.

ნინოწმინდაში მეგობრობის ქუჩის მოასფალტება მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად გრძელდება