რამდენი უჯდებათ პირველკლასელთა მშობლებს სკოლისთვის მომზადება 2023 წელს

რამდენი უჯდებათ პირველკლასელთა მშობლებს სკოლისთვის მომზადება 2023 წელს

15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. მონაცემების მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში 324 პირველკლასელია რეგისტრირებული.

იმის გასარკვევად, თუ რა ღირს ბავშვის მომზადება პირველი კლასისთვის, ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა მშობლებს შორის. მშობლებმა აღნიშნეს, რომ ბავშვის სკოლაში გასაგზავნად აუცილებელია სასკოლო ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენა, რაც საშუალოდ 500 ლარი ჯდება.

თითოეულ სკოლას ასევე აქვს უფლება შეცვალოს სკოლის წესდება კოლექტივის გადაწყვეტილებით. წელს ქალაქ ნინოწმინდის #1 სკოლამ გადაწყვიტა, რომ პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებს ცისფერ – თეთრი ფორმა უნდა ეცვათ, მეშვიდედან მეთორმეტე კლასამდე კი – შავი და თეთრი.

მშობლები, რომლებმაც წინასწარ არ იცოდნენ ამის შესახებ და უკვე შეიძინეს ტანსაცმელი, იძულებულნი გახდნენ კვლავ ეყიდათ ტანსაცმელი სკოლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამის გამო, პირველ კლასში ბავშვის მომზადება მათ დაახლოებით 1000 ლარი დაუჯდათ.

პირველკლასელების ოჯახებისთვის დამატებითი ხარჯები აღნიშვნის (წვეულების გადახდის) ხარჯებია. ბევრი მშობელი თვლის, რომ არ არის აუცილებელი ბევრი ფულის დახარჯვა პირველი კლასის დღესასწაულზე და ამ ფულის დახარჯვას ბავშვისთვის სასარგებლო საჩუქრების შეძენას ამჯობინებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველკლასელები შეიძლება გახდნენ ბავშვები, რომლებიც 6 წლის გახდებიან 1 ნოემბრამდე.

ყველა სკოლა პირველკლასელებს საჭირო სახელმძღვანელოებს და ლეპტოპენს უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი აუდიომასალა.

Radio NOR · Сколько обходится собрать ребенка в школу в 2023 году