პირველად, 24 სექტემბერს, ნინოწმინდაში ქალაქის დღე აღინიშნება. სადღესასწაულო დღეს უამრავი და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართება.
ქალაქის დღის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12:00 საათზე, ნინოწმინდაში (ხოჯაბეკის უბანში) შემოსასვლელთან, ახალქალაქი – ნინოწმინდის გზაზე, სახელმწიფო დროშასთან ახლოს გაიმართება. ხოლო მთავარი დღესასწაული და ოფიციალური გახსნა ცენტრალურ პარკში, 13:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს რეგიონებში მომხდარი ტრაგედიისა და წყალდიდობის გამო, ქალაქის დღესასწაული მოკრძალებულად, მუსიკალური ნომრების გარეშე აღინიშნება.
კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა, ლევონ ვარდანიანმა კომენტარი გააკეთა, რომ ქალაქის დღე სპორტულ, კულტურულ და ბავშვთა გასართობ ჭრილში გაიმართება. სოფლის თემებს ექნებათ საკუთარი პავილიონები ეროვნული კერძებით. იქნება ხელნაკეთი პროდუქტებისა და ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა, ასევე კერძების დემონსტრირება და დეგუსტაცია. გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი, ასევე ბავშვთა გასართობი ღონისძიებები.
დღესასწაულის დასასრულს, ტიტულები ნინოწმინდის ორ მოქალაქეს გადაეცემა. წოდება “საპატიო მოქალაქე” მიენიჭება იმ პირებს, რომელბიც ცნობილი არიან ქალაქისა და მუნიციპალიტეტისათვის გაწეული მომსახურებით.
ქალაქ ნინოწმინდის დღის აღსანიშნავად დაახლოებით 20 000 ლარია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის დღე ნინოწმინდაში ამ დრომდე არ აღინიშნება. ამასთან, აღინიშნება კონკრეტული სოფლების დღესასწაულები: 1 ივნისი სოფელ სათხეს დღეა, აგვისტოს მეორე კვირა დღე – ხოჯაბეკის დღეა, 4 ივლისი სოფელ დილიფის დღეა, 7 ივნისი სოფელ ოროჯალარის დღეა, 1 ოქტომბერი სოფელ პატარა გონდურას დღეა და ა.შ.
ქალაქ ნინოწმინდას, ადრე ბოგდანოვკას, ოფიციალურად ეწოდა ქალაქი ბოგდანოვკა 1983 წელს. 1992 წლის შემდეგ მას ნინოწმინდა ეწოდა და ქალაქის 40 წლის იუბილე ამ თარიღის საპატივცემულოდ აღინიშნება.