ახალქალაქის მე-5 სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლე, რომელმაც 100% – იანი გრანტი მიიღო, წარმატებით ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე.
თაგუი ჰოვაკანიანმა ჩააბარა ეროვნული გამოცდა 1 + 4 პროგრამისთვის და დააგროვა 52 ქულა.
თაგუი ქალაქ ახალქალაქში ცხოვრობს. მიღებული გრანტის წყალობით, თანხა, რომელითაც თაგუის უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, – გამოიყენებს სხვა ხარჯებისთვის, რითაც ხელს შეუწყობს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარებას. თაგუი საუბრობს ქართულად A2+ დონეზე. მომავალი სტუდენტი გვიყვება, თუ რა სირთულეები ელოდება მას სტუდენტურ ცხოვრებაში: პირველ რიგში, რთული იქნება ახალ, უცნობ ქალაქში გადაადგილება, და მეორე, – ადაპტაცია ახალ საზოგადოებაში. თაგუი იმედოვნებს, რომ თავდაპირველად, გოგონები, ვისთანაც ის იცხოვრებს, დაეხმარებიან მას.
თაგუის თქმით, ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად, მონდომებით მეცადინეობა შწრიდება.
თაგუიმ აირჩია ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, – ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლის პროფესია, რადგან მისი საყვარელი ბიძა ასწავლის სკოლაში ფიზიკასა და მათემატიკას. თაგუის სურს სწავლის შემდეგ დაბრუნდეს თავის ქალაქში და გახდეს მასწავლებელი.
ვრცლად ჩვენს საუბარში თაგუისთან: