რამდენიმე თვეა, თბილისის ქუჩის მოსახლეობას წყლის უკმარისობის პრობლემა აწუხებდა.
პრობლემის შესახებ რადიო NOR-ის მასალის გამოქვეყნების შემდეგ თბილისის ქუჩაზე ნორმალური წყალმომარაგება აღდგა. როგორც ქუჩის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, წყლის საკითხი რამდენიმე დღეა მოგვარებულია. და დღის განმავლობაში, წყალმომარაგების შეწყვეტა, შესაძლოა, მხოლოდ ერთი საათით მოხდეს.
მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ნინოწმინდის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს, არკადი კვატაშიძეს, ამ პრობლემის დროული მოგვარებისთვის.
ასევე გასათვალისწინებელია 2024 წლის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრას ქალაქისა და სოფლების მასშტაბით.
ნინოწმინდაში, თბილისის ქუჩის მცხოვრებლებს წყლის მომარაგების ქრონიკული პრობლემა აწუხებთ