ჰაიოს-ქართლოსის რეაბილიტირებულ პარკში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ნინოწმინდაში, შეგიძლიათ დატკბეთ არა მხოლოდ ლამაზი პეიზაჟით, ასევე გარკვეული სახის უსიამოვნო შესახედებიც.
პარკის ერთ-ერთი ასეთი ნაკლი საპირფარეშოა, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. საპირფარეშოს ერთ-ერთი კაბინის კარი გატეხილი და ჩამოხსნილია, შიგნით აუტანელი სიბინძურეა. მეორე კაბინის კარების გაღებიასა კი შეგიძლიათ იხილოთ გაჭედილი უნიტაზი, რის გამოც იატაკზე დგას წყალი, ჭუჭყი და აუტანელი სუნი.
საფირფარეშოს მსგავსი საშინელი სიტუაცია შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს პარკში მოსულ მოსახლეობას და ასევე საერთო ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდეს პარკის შესახებ წარმოდგენაზე.
როგორც პარკში მყოფი მოსახლეობა აღინიშნავს, შემთხვევა მეორდება – ანგრევენ, ნაგავს ყრიან, ალბათ, არ მოსწონთ, როცა გარშემო კეთილმოწყობილი და ლამაზია. პარკი კარგად მოაწყეს, დროის გასატარებელი მშვენიერი ადგილია, თუმცა გაჭედილი საპირფარეშო არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია. თვითონ პარკი სუფთაა, ნაგავი არ არის, რადგან პარკს თანამშრომელი ჰყავს, თუმცა საპირფარეშოს სიტუაცია სატირალია. უნდა მიიღონ ზომები, აიყვანონ სპეციალური თანამშრომელი იმისათვის, რომ საპირფარეშოს ყოველდღიური მოწესრიგება შეძლონ.
პრობლემის გადაჭრის გზების გასარკვევად ნინოწმინდის მერს მივმართეთ, – ანივარდ მოსოიანის კომენტარის თანახმად, საპირფარეშო გაიწმინდება და ჩამოხსნილი კარიც დამონტაჟდება, თუმცა ამ სამუშაოების მერე ტუალეტები დაიკეტება, სანამ არ დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები და არ დაინიშნება შესაბამისი თანამშრომელი.