სპასოვკაში “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები ლოდინის რეჟიმშია

სპასოვკაში “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები ლოდინის რეჟიმშია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში, “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში ცხოველებისთვის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის მე-3 ეტაპი გაგრძელდება.

როდის დაიწყება აღნიშნული სამუშაოები და რა ეტაპზეა ისინი, გორელოვკის სოფლის რწმუნებელს, მერაბ მიქელაძეს ვესაუბრეთ.

მისივე თქმით: “აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებულია, თუმცა აუქციონში არ მონაწილეობის გამო, სამუშაოები ახლა პირდაპირი ხელშეკრულებით შესრულდება. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც გამოყოფილი თანხით შეძლებენ ცხოველებისთვის სასმელ წყალთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებას.”

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Սպասովկայի «Օգնություն գյուղին» ծրագրով աշխատանքները գտնվում են սպասողական վիճակում

აღსანიშნავია, რომ სოფელ სპასოვკაში აღნიშნული სამუშაოებისთვის “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში 14,765 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დასრულების პერიოდი 6 კვირაა.

ნინოწმინდის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში რადიო NOR-ს განუცხადეს, რომ პროექტის ფარგლებში ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა მონაწილეობის არარსებობის გამო, ისინი კვლავ მოლოდინის მდგომარეობაში არიან. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მათ განსახორციელებლად პირდაპირი ხელშეკრულებით.