ჯიგრაშენის სკოლის სატირალი მდგომარეობა და მშობლები “დამლაგებლების” როლში

ჯიგრაშენის სკოლის სატირალი მდგომარეობა და მშობლები “დამლაგებლების” როლში

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან საუბარი შეწყდა

 

ნინოწმინდოს რესურცენტრის ხელმძღვანელი, დავათ ზედგენიძე, ინტერვიუზე უარი თქვა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის სკოლა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს რეაბილიტაციას.

სოფელ ჯირგაშენის სკოლას სჭირდება კოსმეტიკური რემონტი და იატაკის გამოცვლა, არის გატეხილი ფანჯრები და კარები, რომლებიც უნდა შეიცვალოს. სკოლის სპორტის დარბაზი ცუდ მდგომარეობაშია.

ამის შესახებ რადიო NOR-ს სოფელ ჯიგრაშენის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა. “სკოლა განადგურებულია და ცუდ მდგომარეობაშია, ბავშვები შეიძლება იატაკის ქვეშაც კი ჩავარდნენ. მშობლებს სკოლიდან ურეკავენ და სთხოვენ გაწმენდა-დალაგებას. თუ სკოლაში არის დამლაგებელი, მაშინ რატომ უწევთ მშობლებს ყოველწლიურად სკოლაში წასვლა გასაწმენდად და დასალაგებლად? შარშან მივედი, მაგრამ აღარ წავალ. ახლა სკოლაში დირექტორი არ არის და აქედან მოდის სისუტე.”

“სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლას ჯერ სჭირდება დირექტორი, წესები და რეგულაციები, რათა ბავშვებმა ისწავლონ და გახდნენ ადამიანები. შენობის მდგომარეობა ასევე სატირალია, დანგრეულია, საჭიროებს შეკეთებას. რაც შეეხება სკოლის სისუფთავეს, თუ სკოლა უზრუნველყოფს დალაგებას და მოვლას, – კარგი იქნება, თუ არა, – მაშინ ჩვენს შვილებზე თვითონ მოგვიწევს ზრუნვა.”

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი აუდიოჩანაწერი:

აღნიშნულ კითხვებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი გვქონდა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, რომელმაც თქვა, რომ დამლაგებლები სკოლის დასუფთავებით არიან დაკავებულნი და მშობლებს დალაგების თაობაზე არაფერი უთქვამთ.

ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი შეწყდა და შემდეგ ვერ დავუკავშირდით მოვალეობის შემსრულებელს, იმის გარკვევას, გარემონტდებოდა თუ არა სკოლა, ვინ დაინიშნება დირექტორად და სხვა კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩა.

რადიო NOR ნინოწმინდის რესურსცენტრს მიმართა ამ კითხვებთან დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელმა, დავით ზედგენიძემ, ინტერვიუზე უარი განაცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯიგაშენის სკოლაში არის გათბობის სისტემა და ბოლო წლებში აშენდა ახალი საპირფარეშო.

Radio NOR · Ջիգրաշենի անմխիթար դպրոցն ու ծնողները «հավաքարարի դերում»