უკვე რამდენიმე დღეა, ქალაქ ნინოწმინდის საკანალიზაციო ხაზი, რომელიც თავისუპლების ცენტრალურ ქუჩაზე გადის, გაჭედილია.
გარღვევის ადგილაი დატბორილია, წყალი კი ცენტრალურ ქუჩაზე გადის.
მოსახლეობა აღინიშნავს, რომ კანალიზაციასთან პრობლემები სეტყვის მერე დაიწყო, რომელიც ერთი კვირის წინ მოხდა ნინოწმინდაში.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ გაერთიანებუი წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის ფილიალის მენეჯერს, არკადი კვატაშიძეს მივმართეთ. მან დაგვიდასტურა, რომ პრობლემაზე იციან და სამუშაო ბრიგადა უკვე ადგილზეა, რათა გაერკვიოს სიტუაციაში. თუმცა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სპეციალური ტექნიკა და დანაადგარები, რომელიც გასულია წყობიდან და რემონტზეა. ორშაბათს პრობლემა მოგვარდება და საკანალიზაციო ხაზი აღდგება და გაიწმინდება.