ქალაქ ნინოწმინდაში მერიასთან სამშენებლო ნარჩენები დაგროვდა

ქალაქ ნინოწმინდაში მერიასთან სამშენებლო ნარჩენები დაგროვდა

ქალაქ ნინოწმინდაში მერიასთან სამშენებლო ნარჩენები დაგროვდა. რემონტი მიმდინარეობს და, ამ დროისთვის, სამუშაოების უმეტესობა უკვე დასრულებულია. ნაგავი გროვდება შენობის უკან. სამშენებლო ნამსხვრევების გარდა, არის უამრავი ქაღალდი და სხვა მასალა. ქარმა ნაგავი მთელს ტერიტორიაზე გაფანტა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ მოგვარდება პრობლემა, მივმართეთ ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს –  არმენ ბდოიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაგავს 2 დღეში წაიღებენ, რაზეც პასუხისმგებლობა სამშენებლო კომპანია ATV-ს ეკისრება, რომელმაც სამუშაოები შეასრულა.

 

 

Radio NOR · Служба инфраструктуры мэрии Ниноцминда: “Что будет предусмотрено для решения проблемы?”