წელს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში “დახმარება სოფელს” პროგრამის მიხედვით, საძოვრების მიმართულებით გზა გასწორდება და სარწყულებელი აშენდება. ამ სამუშაოებისთვის 19,775 ლარია გათვალისწინებული.
წელს პროგრამის მიხედვით ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს ტენდერის საშუალებით. ამ სამუშაოებისთვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, მაგრამ არც ერთი არ შედგა არ შედგა, – პირდაპირი ხელშეკრულებით განხორციელდება.
პირდაპირი ხელშეკრულებით სამუშაოებს ანატოლი ჩივჩიანი ახორციელებს. ჩივჩიანის თქმით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. კითხვაზე, მუშაობა დროულად დასრულდება თუ არა, მან უპასუხა, რომ დიახ, მათ ორი თვე აქვთ სამუშაოების განსახორციელებლად.
ჩვენ ასევე ჩავატარეთ გამოკითხვა სოფლის მოსახლეობას შორის, რათა გაირკვეს, რას ფიქრობენ ამ სამუშაოებზე, და რომელი სამუშაოები მიაჩნიათ ყველაზე პრიორიტეტულად.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ისინი სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, საძოვრებზე მიდიან და გზა ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ რემონტი აუცილებელია. გარდა ამისა, აუცილებელია აშენდეს სარწყულებელი პირუტყვისთვის.
აღსანიშნავია, რომ “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს სოფლის დასახლებების განვითარებისთვის 444 000 ლარი მიიღო.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერში: