ლექცია: ეთნიკური უმცირესობების ღვაწლი საქართველოს განვითარებაში

ლექცია: ეთნიკური უმცირესობების ღვაწლი საქართველოს განვითარებაში

18 სექტემბერს ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა საჯარო ლექცია პროექტი “საქართველო როგორც მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქვეყანა” ფარგლებში.

ლექცია გაიმართა დილაოგის სადუსკუსიო ფორმატში, სადაც განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ეთნიკურად არაქართველების როლი საქართველოს განვითარებისას. პროექტის ფარგლებში ჩატარებული სასკოლო სახელძღვანელოების მონიტორინგი, რათა გაერკვა, რა დონეზე აწვდიან მოსწავლეებს ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების ღვაწლზე და მათ მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ისტორიაში.

 

ლექციას კითხულობდნენ სალომე სვანიძე – ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის აღმასრულებელი ასისტენტი და გიორგი შაიშმელაშვილი, – კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი.

“შევხვდით ძირითადად დამამთავრებელი, მე-11 და მე-12 კლასის სკოლის მოსწავლეებს და ასევე 1-ლი და მე-2 კურსის სტუდენტებს. მათთან ერთად ვისაუბრეთ თანასწორობის, ტოლერანტობის იდეებზე, მათ მნიშვნელობაზე, საგანმანათლებლო სფერო რამდენად უწყობს ხელს, რა ინფორმაციას იღებს მოსწავლე 12 კლასის დასრულების შემდგომ.” – სალომე სვანიძე

პროგრამა ხორციელდება და მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის პროგრამის მიერ.

ვრცლად ჩვენს საუბარში სალომესთან:

Radio NOR · ტრენინგი: საქართველო როგორც მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქვეყანა