რომელი საბავშვო ბაღები გარემონტდება?

რომელი საბავშვო ბაღები გარემონტდება?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოთხი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის 143 111 ლარი გამოიყო.

ამ თანხის 95% რეგიონული ფონდიდან გამოიყო, ხოლო 5% – მერიის ბიუჯეტიდან. შეკეთდება სოფლების საბავშვო ბაღები: განძანი, ფოკა,  დ.არაქალი და დ. გონდრიო

სოფელ განძას საბავშვო ბაღის შეკეთებისთვის გათვალისწინებულია 57528.7 ლარი; სოფელ დ.არაქალის საბავშვო ბაღის შეკეთებისთვის გათვალისწინებულია 29 751.3 ლარი; სოფელ დ. გონდრიოს – 32 720 ლარი; ჯერჯერობით სოფლების საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილია 23 111 ლარი.

აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 8 სექტემბერს გამოცხადდა და დღეს, 19 სექტემბერს დასრულდა. ტენდერი იმიტომ არ შედგა, რადგან არავის მიუღია მონაწილეობა.

პროექტზე ამ სამუშაოების დასრულების ბოლო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირა, უნდა გარემონტდეს სამზარეულო.

მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღია, 2 მათგანი ნინოწმინდაშია, დანარჩენი – სოფლებში. დღეისთვის მხოლოდ 2 საბავშვო ბაღში არის სამჯერადი კვება. როგორც კი დაგეგმილ ბაღებში გარემონტდება სამზარეულო, – ისინიც გადავლენ სამჯერად კვებაზე. 2023 წელს კიდეც 3 საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება, – სოფელ ყულალისში, ფარავანში და პ. ხანჩალიში.

2023 წელს ძველის ნაცვლად, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად მუნიციპალური ფონდიდან 3 800 000 ლარია გამოყოფილი. ბაღი ჭოჭაშენის უბანში მდებარეობს, ტენდერი კი უკვე გამოცხადებულია.